სხვა

22:53 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის მეორე თამაშებზე 1000 დოპინგ სინჯს აიღებენ

მინსკი-2019-ის ორგანიზატორთა განცხადებით, ევროპის მეორე თამაშებზე 1000 დოპინგ სინჯს აიღებენ.

მინსკი 2019-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კატულინისგანმარტებით, ანტისადოპინგო პროგრამაზე პასუხისმგებელი იქნება ევროპის ოლიმპური კომიტეტი (EOC): თამაშებში ასევე ჩართულნიიქნებიან ეროვნული ანტისადოპინგო ოფიცრები, მათ შორის - ზედამხედველები, რომლებიც ათლეტებს გაუწევენ მეგზურობას დოპინგ-კონტროლის სადგურთან, რათა ანტისადოპინგო წესები სრულად იყოსდაცული".

აღსანიშნავია, რომ ბაქოში, საინაუგურაციო ევროპის თამაშებზე 2 სპორტსმენს დოპინგზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

მინსკი ევროპის მეორე თამაშებს გაისად 21-30 ივნისს უმასპინძლებს. ასპარეზობები 12 სპორტულ ობიექტზე ჩატარდება. 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში მედლების 201 კომპლექტისთვის იბრძოლებს. აქედან 10 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123133