ფეხბურთი

15:51 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ალისონს "ენფილდზე" ელოდება

ინგლისური “ლივერპული” იტალიური “რომას” მეკარეს, ალისონ ბეკერს იწვევს. Il Messagero-ს ინფორმაციით, “წითლებმა” რომაელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზეს.

აქედან 60 მილიონი გარანტირებული თანხაა, ხოლო 10 მილიონი პრემიებს შეადგენს.

“ლივერპული” უკვე კარგა ხანია მეკარის ძიებაშია, რადგან ლორის კარიუსისა და სიმონ მინოლეს თამაშით ინგლისური მხარე უკმაყოფილოა. რაც შეხება ალისონს მას აქამდე “რეალსაც” უკავშირებდნენ, მაგრამ მადრიდელებმა აქცენტი ტიბო კურტუას ტრანსფერზე გააკეთეს.

თუმცა. “ლივერპული” უკონკურენტო მაინც არაა, რადგან კურტუას წასვლის შემთხვევაში “ჩელსი” მის ჩანაცვლებას სწორედ ალისონით აპირებს.

0.107284