ფეხბურთი

15:27 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი "რეალში" არ დაბრუნდება

ხამეს როდრიგესი მადრიდის “რეალში” არ დაბრუნდება. ESPN-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიელმა ესპანეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ეს მიმდინარე ზაფხულს არ მოხდება.

როგორც ცნობილი გახდა, აგენტმა ხამესს უკვე აცნობა, რომ დამდეგ სეზონსაც “ბაიერნში” გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი “რეკორდმაისტერმა” 2017 წელს, ორწლიანი იჯარით 10 მილიონ ევროდ გაიფორმა, ხოლო გამოსასყიდი თანხა 35 მილიონს შეადგენს.

გასულ სეზონში როდრიგესმა “ბაიერნის” ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 8 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112229