ფეხბურთი

10:43 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "იუვენტუსი" - ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა"

ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუ ოფიციალურად წარადგინა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ახალ გუნდზე ვრცლად ისაუბრა:

“იუვენტუსი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და იტალიაში საუკეთესო გუნდია. ეს ნაბიჯი ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია. “იუვეს” ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი და პრეზიდენტი, რომლებიც გამარჯვებებით ცხოვრობენ. აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ადვილი მისაღები იყო, ამასთან ეს დიდი გამოწვევაა. ჩემს ასაკში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჩინეთში ან ყატარში მიდის, მე კი ბედნიერი ვარ, ასეთ დიდ გუნდში რომ ვითამაშებ, მხოლოდ "იუვენტუსში" გადასვლა მსურდა. მადლობელი ვარ, ეს შესაძლებლობა რომ მომეცა.

“რეალში” ბრწყინვალე ისტორია გამოვიარე და მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, მაგრამ ახლა მინდა ცხოვრების ახალი ეტაპი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა დავამატკიცო, რომ ისევ მაღალი დონის ფეხბურთელი ვარ.

მინდა კვალი “იუვეს” ისტორიაში დავტოვო, კმაყოფილი ვარ ამ გამოწვევით. ეს არ იქნება ადვილი, რადგან ამ ჩემპიონატში დიდი ყურადღება ექცევა ტაქტიკას, მაგრამ მე მომწონს რთული გამოწვევები. ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას სურვილია, მაგრამ ეს რთულად მისაღწევია. “იუვე” ახლოს იყო ამ მიზანთან, მაგრამ ფინალებში არ გაუმართლა. იმედია, ყველა ტიტულის მოგებას მოვახერხებთ.

ტურინის აპლოდისმენტები ჩემთვის საოცარი მომენტი იყო. ამით ძალიან ვამაყობ. მე უკვე შევხვდი ალეგრის და გუნდთან ერთად მზადებას 30 ივლისიდან დავიწყებ. მინდა ჩემპიონატის პირველივე თამაშში მივიღო მონაწილეობა. “იუვენტუსმა” დიდი შანსი მომცა და ჩემს კარიერაში ნაბიჯი წინ გადავდგი. ამ გუნდმა ზედიზედ 7 სკუდეტო მოიგო და ეს შემთხვევითობა არაა. მინდა, ჩემთან ერთად გუნდი უფრო დიდ სიმაღლეზე ავიდეს.

მინდა ვიყო სამაგალითო არამარტო, როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანი. ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ახლა ჩემს კარიერაში დიდი მომენტია. მინდა ბევრი ვიმუშაო და ტიტულები მოვიგო. ჩემი ასაკი მნიშვნელოვანი არაა, მოტივაცია არ მაკლია და ერთი სული მაქვს, ახალი სეზონი დაიწყოს”, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” კრიშტიანუს სანაცლვოდ 120 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო ფეხბურთელს სეზონში 30 მილიონს გადაუხდის. პორტუგალიელი ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს 30 ივლისიდან შეუდგება.

რონალდუს ტრანსფერზე კომენტარი ტურინულ გუნდის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გააკეთა:

“კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი მას შემდეგ დაიბადა,რაც ტურინში მას ოვაციები მოუწყვეს გატანილი გოლების მერე. მაშინ, მენდეშმა დამირეკა და მითხრა, რომ რონალდუ შთაბეჭდილების ქვეშ იყო. მაშინ ვუთხარი, რომ ეს რთული იქნებოდა.

როდესაც კანსელოს ტრანსფერი შედგა, მან კიდევ ერთხელ მითხრა, ანიელის დავურეკე და ყველაფერი ასე დაიწყო”, - თქვა პარატიჩიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111963