ფეხბურთი

19:20 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარში დარტყმა 0, ოქროს მედალი 1 - ოლივიე ჟირუს მონაგარი მუნდიალზე

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი დასრულდა და ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა. დიდიე დეშამის გუნდმა ტურნირზე ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგო, ხოლო ერთი ფრედ ითამაშა.

“მამლების” ცენტრფორვარდმა ოლივიე ჟირუმ კი ტურნირი საინტერესო მაჩვენებლით დაასრულა – გოლი არ გაუტანია. თუმცა, ეს კიდევ არაფერი: ჟირუმ ჯამში მოედანზე 546 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში მეტოქის კარის ჩარჩოში ზუსტად საერთოდ არ დაურტყამს.

ძნელია მსგავსი შემთხვევა გავიხსენოთ, როდესაც ფორვარდმა 7 თამაში ჩაატარა ისე, რომ კარში ვერ ან არ დაარტყა. თუმცა, ჟირუ სხვა ფუნქციებს კარგად ასრულებდა და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116657