ფეხბურთი

16:56 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" აზარი შეაფასა

ლონდონის “ჩელსი” ედენ აზართან განშორებას შესაბამისი და სასურველი თანხის გარეშე არ აპირებს. Times Chelsea-ს ინფორმაციით, “არისტოკრატები” ბელგიელ ლიდერს მხოლოდ 226 მილიონი გირვანქა სტერლინგის შემთხვევაში შეელევიან.

აღსანიშნავია, რომ აზარს თავისთან “რეალი” და “ბარსელონა” იწვევენ, ხოლო თავად ფეხბურთელს კარიერის “სამეფო კლუბში” გაგრძელება სურს და ამის შესახებ უკვე განაცხადა.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას “ჩელსი” მიიღებს, რომელიც ნათელია, რომ წამყვან მოთამაშეს ადვილად არ დათმობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112361