თამაშგარე

16:02 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მის ბუმ-ბუმი“ საყოველთაო ხდება

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და არც ახლა დავიზარებთ კალმის გასვრას ბრაზილიაში ტრადიციად ქცეულ დიდებულ სანახაობაზე, რომელსაც გავაგანიერ და მკერდვეება ქალთა კონკურსი - “მის ბუმ-ბუმი“ ეწოდება და ამ სანახაობას უკვე მთელს მსოფლიოში მილიონობით მოყვარული ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის იდეამსუყე ფორმებით დაჯილდოვებულ ქალთა წარმოჩენაა, კონკურსის ორგანიზატორებს აქვთ ახალი იდეა, რომ არც პლაზმური ეკრანივით უკანალიანი ასულნი დაჩაგრონ და მათთვისაც მოიგონეს სპეციალური პრიზი, რომელსაც “მის განსხვავებულობა“ უწოდეს. ერთი ისაა, რომ ეს ტიტული მიენიჭება მას, რომელიც იმ დალოცვილი კონკურსის უკანასკნელ ადგილზე გავა და მისი გავა ვერ იქნება საიგავო.

თუკი ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ “მის ბუმ-ბუმი“ მთლიანად გადაჯაჭვულია ბრაზილიურ ფეხბურთთან და ხშირად ეს კონკურსი ამ ქვეყნის საფეხბურთო სტადიონებზეც კი იმართება ხოლმე. ამას გარდა, კონკურსის გამარჯვებული ბევრი ლამაზმანი დღეს ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელების ცოლები, გულისსწორები და თანამესარეცელეები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133321