ფეხბურთი

13:15 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: "დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ეს გუნდის დამსახურებაა. ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი დამსახურებულად გახდა.

“ყველაფერი ლამაზი და მშვენიერი იყო. ეს არის ახალი თაობა, ჩვენი ბიჭები უკვე 19 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონები არიან. ჩვენ არ გვიჩვენებია შესანიშნავი თამაში, მაგრამ ვაჩვენეთ ბევრი ხარისხი და ჩვენი გამარჯვება დამსახურებული გახლდათ. ამ გუნდმა ხომ მუნდიალის ფინალში 4 გოლის გატანა შეძლო...

ნამდვილად ბედნიერი ვარ ამ ჯგუფის გამო, ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რაც არ იყო ადვილი. მაგრამ ჩვენ ამ წერტილამდე მოვედით მძიმე სამუშაოს წყალობით. ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგება მძიმე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ეს საჭიროც გახლდათ ჩემთვის, ბიჭებისთვის.

ეს ფინალი ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც მოედანზე გადიოდნენ. მათ გაიმარჯვეს და ახლა მსოფლიოს ჩემპიონები არიან. ყველამ ძალიან ბევრი იმუშავა, სტაფმაც მაქსიმუმი გაიღო და ეს ყველაფერი ფინალშიც გამოჩნდა”, - აღნიშნა დეშამმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამ შედეგით არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს გაუტოლდა. დეშამი კი, მესამე ადამიანი გახდა, რომელმაც ჯერ ფეხბურთელის, ხოლო შემდეგ მწვრთნელის რანგში მოახერხა პლანეტის პირველობის მოგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119126