ფეხბურთი

0:36 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ტურინშია

პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ტურინში ჩავიდა. 33 წლის ფეხბურთელი პიემონტის დედაქალაქს შვილთან და შეყვარებულ ჯორჯინია როდრიგესთან ერთად ეწვია.

რონალდუ “იუვენტუსში” ორშაბათს ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო შემდეგ ოთხწილიან კონტრაქტს გააფორმებს და მედიის წინაშეც წარადგენენ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუს სანაცვლოდ “იუვემ” “რეალს” 112 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო თავად ფეხბურთელი ანაზღაურების სახით სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს. რონალდუ ხვალვე შვებულებაში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას ახალ გუნდთან ერთად, 30 ივლისიდან დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126647