ფეხბურთი

0:15 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ბასტონი დააბრუნა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მილანის "ინტერმა" "ატალანტაში" განათხოვრებული ალესანდრო ბასტონი კლუბში დააბრუნა და კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლომდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი "ნერაძურიმ" 2017 წელს "ატალანტადან" 8 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მშობლიურ კლუბში ორწლიანი იჯარის წესით დატოვა. ჯერჯერობით კი უცნობია თუ რატომ გაწყვიტა ხელშეკრულება "ინტერმა". ბასტონის ბერგამოელთა რიგებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116599