ფეხბურთი

22:42 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიამ "ლეგიას" ეფექტური გოლი გაუტანა და პოლონეთის სუპერთასი მოიგო (+VIDEO)

პოლონეთში 2018-2019 წლების საკლუბო სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი "ლეგია" საკუთარ მოედანზე თასის ფინალისტ "არკას" დაუპირისპირდა და დამარცხდა - 2:3.

სასიამოვნოა, რომ ლუკა ზარანდიას გუნდმა ტიტული მოიპოვა და ამაში ქართველმა შემტევმაც დიდი წვლილი შეიტანა. თავდაპირველად გეტყვით, რომ ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთამდე ითამაშა.

ანგარიში "ლეგიამ" მე-2 წუთზე ანდრეი ბოგდანოვის ავტოგოლით გახსნა, თუმცა მალევე, მე-19 წუთზე ზარანდიამ გაათანაბრა. ჩვენებურმა მარცხენა ფეხით, ერთი შეხებით ეფექტური გოლით დალაშქრა მასპინძელთა კარი. კრიშტოფ მაჩინსკის გოლით ვარშაველებმა 10 წუთში ისევ მოახერხეს დაწინაურება, მაგრამ "არკა არ დანებდა.

ჯერ ავტოგოლის ავტორმა ბოგდანოვმა შეცდომა გამოასწორა და უკვე მეტოქის კარში გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლოს მიხალ იანოტამ სტუმრები დააწინაურა. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და "არკამ" სეზონი ტიტულით, ხოლო ზარანდიამ გოლით გახსნა. აქვე გეტყვით, რომ ლუკას 2017 წელს პოლონეთის თასიც აქვს მოგებული და მაშინდელ ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120581