ფეხბურთი

21:12 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩმა შესაძლოა ფინალში ვერ ითამაშოს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ივან პერიშიჩმა შესაძლოა საფრანგეთთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი გამოტოვოს. აღნიშნული ინფორმაცია Foootball Italia-მ გაავრცელა.

პერიშიჩმა ინგლისთან შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო. მართალია გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისი დაზიანება სერიოზული არაა, თუმცა შესაძლოა რეაბილიტაცია დროულად ვერ გაიაროს. ივანმა დღეს ხორვატიის ვარჯიშიც გამოტოვა.

მილანის "ინტერის" შემტევმა ინგლისთან შეხვედრაში მარიო მანჯუკიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მუნდიალზე პერიშიჩმა 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ფინალური მატჩი საფრანგეთს და ხორვატიას შორის 15 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104405