ფეხბურთი

13:47 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ პოგბა "ბარსელონას" შესთავაზა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ბარსელონაში იმყოფებოდა და კატალონურ გრანდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.

როგორც ცნობილი ხდება, რაიოლამ “ბარსას” ბოსებს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოგბა “მანჩესტერიდან” წასვლის წინააღდეგი არაა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჟოზე მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობის შესახებ არაერთხელ დაიწერა და შესაბამისად, პოგბას ტრანსფერზე ხმებიც იქედან მოყოლებული დაირხა. ამჟამად პოგბა მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ფინალის სათამაშოდ ემზადება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ პოლი “მანჩესტერს” ორი წლის წინ, ტურინის “იუვენტუსიდან” 104 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113217