კალათბურთი

13:19 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა

თურქეთში მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრების მეტოქე მძლავრი საბერძნეთი გახლდათ, რომელთანაც ქართველებმა ღირსეულად იბრძოლეს და ბოლო წუთბზე – 79:85 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მეორე და მეოთხე პერიოდები მოიგო, თუმცა ბერძნებმა პირველი და მესამე მეოთხედებში უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს და საბოლოო – 6-ქულიანი გამარჯვებაც მათ დარჩათ. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე შორ სროლებში აშკარად დაჯაბნა: ქართველებმა 30 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდეს, ბერძნებმა კი 26-დან მხოლოდ – 5. სამაგიეროდ ელადელებმა ორქულიან სროლებში გვაჯობეს და ქართველებზე მთელი 11 ბურთით მეტი ჩააგდეს.

საქართველოს ნაკრებში 22-22 ქულით ალექსი მერკვილაძე და ირაკლი კილაძე გამოირჩნენ. 14 ქულა დააგროვა მათე კაპანაძემ, ხოლო ზურა ვაშაკიძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე მეორე მატჩს 14 ივლისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო – საბერძნეთი 79:85
17:23, 20:19, 19:23, 23:20

საქართველო: სასტარტო ხუთული – კაპანაძე (14ქ, 3ჩ), ბიგანაშვილი (3), გაფრინდაშვილი (2), მერკვილაძე (22ქ, 6მ), შარვაშვიძე (3მ); სვანი, კობახიძე, კიშკო (6ქ, 5პ), კილაძე (22ქ, 7მ, 3პ), ნუცუბიძე, გოგბერაშვილი, ხუციშვილი(3მ), ვაშაკიძე (10), თავაქარაშვილი
შენიშვნა: ქ – ქულა, მ – მოხსნა, პ – პასი, ჩ – ჩაჭრა

GBF.GE

0.112433