ფეხბურთი

12:50 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსი" სარიმ ჩაიბარა

ლონდონის “ჩელსის” ამიერიდან მაურიციო სარი გაწვრთნის. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, კონტრაქტი კი სამი წლის ვადით გაფორმდა.

სარიმ თანამემამულე ანტონიო კონტე ჩაანაცვლა, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” ორი სეზონი იმუშავა, ჯერ პრემიერლიგა მოიგო, შემდეგ კი ინგლისის ასოციაციის თასი.

რაც შეეხება სარის, იტალიელი ბოლო წლებში “ნაპოლის” წვრთნიდა. გასულ სეზონში ნეაპოლიტანელებმა 91 ქულით დაასრულეს სერია ა-ს გათამაშება, მაგრამ ჩემპიონობა მაინც ვერ მოახერხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101546