ფეხბურთი

11:24 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" პორტუგალიის ნაკრების წევრი დაიმატა

პორტუგალიის ნაკრებისა და “სპორტინგის” ნახევარმცველი უილიამ კარვალიო კარიერას ესპანურ “ბეტისში” გააგრძელებს. ამის შესახებ სევილიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

26 წლის ფეხბურთელი “ბეტისს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

უილიამ კარვალიო “სპორტინგის” აკადემიის აღზრდილია და 2011 წლიდან დღემდე პორტუგალიის ჩემპიონატში 143 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

0.114242