ფეხბურთი

23:26 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალი" ნეიმარის დამატებას არ აპირებს

მადრიდის "რეალმა" ოფიციალური განცხადება გააკეთა ნეიმართან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კლუბი არ აპირებს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს შემტევის დამატებას. ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "სამეფო კლუბი" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ნეიმარის გადაბირებას შეეცდება.

ნეიმარი პსჟ-ში გასულ წლის ზაფხულში გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელი ხელფასის სახით წელიწადში 37 მილიონ ევროს იღებს და "რეალის" განცხადებამდე AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პსჟ მზადაა მოთამაშეს 50 მილიონამდე გაუზარდოს გასამრჯელო, რათა კლუბში დარჩეს.

Loading...
სტატისტიკა
0.219283