ფეხბურთი

22:59 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" აზარს 200 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობს

ლონდონის "ჩელსი" ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევს ედენ აზარს 200 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა Sport-მა გაავრცელა.

ფეხბურთელის დამატება "ბარსელონას" სურს და ესპანური გამოცემის ინფორმაციით "ბლაუგრანა" იმ შემთხვევაში დაიწყებს ტრანსფერზე მუშაობას თუ ლონდონური კლუბი ბელგიელის ფასს დაწევს.

აზარის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 110 მილიონი ევროა და გასულ სეზონთან შედარებით 35 მილიონით გაიზარდა. 2017/18 წლების სეზონში ედენმა 52 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კი აზარმა ხუთ შეხვედრაში თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Loading...
სტატისტიკა
0.222213