ფეხბურთი

20:30 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედერი ჩინეთში ითამაშებს

"ინტერის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ედერი კარიერას "ცზიანსუ სუნინში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია მილანურმა კლუბმა გაავრცელა. 31 წლის ედერმა ჩინურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, "ინტერმა" კი ტრანსფერის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო მიიღო.

ბრაზილიური ფესვების მქონე შემტევი მილანურმა გუნდმა "სამპდორიადან" დაიმატა. "ინტერის" რიგებში ედერმა 86 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133896