თამაშგარე

16:30 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მიხეილ მესხის“ სტადიონის კიბეებზე პოლიციის მანქანა დაგორდა

გუშინ, გვარიანად შერყვნილი ვაკის პარკის პირად, მაშინ, როდესაც ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საჩხერის “ჩიხურა“ იერუსალიმის “ბეითარს“ ეთამაშებოდა, სტადიონის კიბეებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი ჩაგორდა და ამან სტადიონზე შეკრებილი კანტიკუნტი ქომაგების ჟრიამული, გაოცება და მხიარულება გამოიწვია.

ზოგი იტყვის, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არაფერი უნდა გაგვიკვირდესო და შეიძლება მართლებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენი აზრით, მრავლისმხილველ “მიხეილ მესხის“ სტადიონის კიბეებზე დაგორებული პოლიციის მანქანა ნამდვილად ეზედმეტება.

თუმცა, ზოგიერთი ქომაგი კი იძახდა - საჩხერელების და ებრაელების მატჩზე სიანტერესო მაინც არაფერი ხდებოდა და პოლიციელთა უცნაური გარჯით მაინც გავერთეთო, მაგრამ აბა ახლა ერთი იმ პოლიციელებს ვკითხოთ, რომლებიც პატრულის მანქანას გარშემო დასტრიალებდნენ და ვერ გაეგოთ გამოეძახათ თუ არა პოლიცია, რადგან პოლიციელები თავად იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111988