ფეხბურთი

12:22 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: "თბილისში განსხვავებული თამაში იქნება"

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ “დუნაისკა სტრედასთან” (1:1) მატჩი შეაფასა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს გამარჯვება შეეძლო და თბილისში განსხვავებულ თამაშს ელოდება.

“თამაში კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი მეტოქეს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა და ჩვენი უხეში შეცდომის შედეგად გაიტანეს კიდეც. მეორე ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო გატანა და ბოლოს გამარჯვებაც შეგვეძლო და თამაშის ბედის გადაწყვეტა. ერთი კვირის შემდეგ სრულიად განსხვავებულ თამაშს ველოდები”, - განაცხადა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, “დინამოსა” და “დუნაისკა სტრედას” საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124153