ფეხბურთი

15:09 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ნეიმარს 50 მილიონს სთავაზობს

ფრანგული გრანდი პსჟ ბრაზილიელი ნეიმარის შესანარჩუნებლად იბრძვის და მზადაა მისი ხელფასი საგრძნობლად გაზარდოს.

26 წლის ბრაზილიელი ამჟამად წელიწადში 37 მილიონი ევროს იღებს. ფრანგები მზად არიან მისი ხელფასი 50 მილიონამდე გაზარდონ. დაახლოებით ამდენივეს იღებს „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.

იმისათვის, რომ ნეიმარი შეინარჩუნოს, პსჟ-მ ბრაზილიის ნაკრების ფიზიოთერაპევტი ბრუნო მაციოტიც მიიწვია. პარიზში ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯებით ნეიმარს გუნდის გამოცვლად გადააფიქრებინებენ. მისი შეძენა მადრიდის „რეალს“ უნდა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.103403