ფეხბურთი

14:42 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს გრანდიოზულად არ წარადგენენ

ტურინის “იუვენტუსი” კრიშტიანუ რონალდუს გრადიოზული ფორმით არ წარადგენს. თავდაპირველი ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელის წარდგენა “ალიანც სთედიუმზე”, გულშემატკივრების წინაშე, შოუს ელემენტებით იგეგმებოდა, მაგრამ კლუბმა გადაიფიქრა.

შედეგად, რონალდუს სხვა ფეხბურთელების მსგავსად წარდგენენ, ეს ყველაფერი კი, 16 ივლისს მოხდება.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსმა” “რეალიდან” 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11748