ფეხბურთი

11:55 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მარსელოზე ფიქრობს

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „რეალიდან“ შესაძლოა მისი მეგობარი, მარსელოც შეიძინოს.

SportItalia-ს ცნობით, 30 წლის ბრაზილიელი მცველის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა. თავად მარსელო „რეალში“ ყოველწლიური ანაზღაურების სახით 11 მილიონ ევროს იღებს.

ეს ტრანსფერი დიდწილად ალექს სანდროს მომავალს უკავშირდება. მისით პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსია“ დაინტერესებული. თუ 27 ბრაზილიელი ამ ზაფხულს გუნდს გამოიცვლის, მაშინ „ბებერი ქალბატონი“ მისი თანამემამულის შეძენაზე აქტიურად ამუშავდება.

Loading...
სტატისტიკა
0.286786