ფეხბურთი

23:56 | 12.07.2018 | ნანახია 451 - ჯერ

"საუთჰემპტონი" ვესტერგაარდის სანაცვლოდ 18 მილიონს გადაიხდის

დანიის ეროვნული ნაკრების და "გლადბახის" მცველი იანიკ ვესტერგაარდი კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "წმინდანები" სკანდინავიელის სანაცვლოდ 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 13 ივლისს იანიკი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ვესტერგაარდი "გლადბახმა" 2016 წელს "ვერდერიდან" დაიმატა. გასულ სეზონში იანიკმა 34 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. იანიკი დანიის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და მსოფლიოს ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:04 | 13.07.2018
temooo82 (1953)

იუვესი არ იყოს ამათაც რა ენაღვლებათ, მაისურების გაყიდვით ამოიღებენ ტრანსფერის თანხას

სტატისტიკა
0.183851