ფეხბურთი

23:31 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" ონიეკურუ "გალათასარაიში" გაანათხოვრა

ნიგერიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "ევერტონის" საკუთრებაში მყოფი ჰენრი ონიეკურუ მომდევნო სეზონს იჯარის წესით "გალათასარაიში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებვგერდმა გაავრცელა.

ონიეკურუ "ევერტონმა" "ეუპენიდან" 2017 წელს დაიმატა. გასულ სეზონში ჰენრიმ იჯარის წესით "ანდერლეხტში" ითამაშა და 28 შეხვედრაში თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა. ონიეკურუს სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121828