2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას საფრანგეთსა და ხორვატიას შორის არგენტინელი მსაჯი ნესტორ პიტანა განსჯის. აღნიშნული ინფორმაცია ფიფამ გაავრცელა. გადამწყვეტი მატჩი მოსკოვში "ლუჟნიკიზე" 15 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება.
მესამე ადგილისთვის ბრძოლა ინგლისს და ბელგიას შორის გაიმართება და აღნიშნული დაპირისპირების მთავარი მსაჯი ირანელი ალირეზა ფაგანი იქნება. მატჩი 14 ივლისს სანკტ-პეტერბურგში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.