ფეხბურთი

22:59 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს პიტანა განსჯის

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას საფრანგეთსა და ხორვატიას შორის არგენტინელი მსაჯი ნესტორ პიტანა განსჯის. აღნიშნული ინფორმაცია ფიფამ გაავრცელა. გადამწყვეტი მატჩი მოსკოვში "ლუჟნიკიზე" 15 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ინგლისს და ბელგიას შორის გაიმართება და აღნიშნული დაპირისპირების მთავარი მსაჯი ირანელი ალირეზა ფაგანი იქნება. მატჩი 14 ივლისს სანკტ-პეტერბურგში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

Loading...
0.151367