სხვა

22:00 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020-სა და პარიზი 2024-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტოკიოს 2020 და პარიზის 2024 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ტოკიო 2020-ის აღმასრულებლმა დირექტორმა ტოშირო მუტომ და მისმა კოლეგამ პარიზი 2024-დან ეტიენ ტობოიმ განაცხადეს, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მათ მომავალი ორი ოლიმპიადის წარმატებით ორგანიზებაში დაეხმარება.

შეთანხმებას ხელი მოეწერა ტოკიოში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის სტუმრობისას, რომლის მიზანიც 2020 წლის თამაშებისთვის მზადების პროცესის გაცნობა იყო.

მემორანდუმზე ხელის მოწერა ორივე მხარისთვის წარმატებულ ნაბიჯად შეფასდა.

ტოკიოსა და პარიზს შორის გარიგება სხვა მრავალთა შორის ითვალისწინებს ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიცაა მემკვიდრეობა და ხარჯების შემცირება.

ტოკიო-2020 ჩვენი პირველი პარტნიორი იქნება, რომელთან ერთობლივად მუშაობისთვისაც მზად ვართ.პარიზისა და ტოკიოს თამაშები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი საერთოცექნება,"- მემორანდუმს აფასებს ტობოი.

თავის მხრივ მუტომ პირობა დადო, რომ ტოკიო-2020 საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს პარიზი-2024-ს, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქიდანაც შეუძლიათ ისწავლონ: "როდესაც საქმე ეხება ოლიმპიადის ორგანიზებას, პარიზთან მსგავსებას ვხედავთ. ორი წლის განმავლობაში ერთად ვიმუშავებთ. სავსებით შესაძლებელია, რომჩვენც ასევე ვისწავლით პარიზისგან."

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110064