ფეხბურთი

21:30 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონი "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება

"ლაციოს" ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ლონდონელები და რომაელები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და ინგლისელები სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

ანდერსონი კი "ჩაქუჩების" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. ბრაზილიელი უახლოეს მომავალში ლონდონში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ასევე, ინგლისური მედიის ცნობით "ვესტ ჰემი" და ანდერსონი კონტრაქტის დეტალებს იოლად შეათანხმებენ.

ფელიპე "ლაციომ" 2013 წელს "სანტოსიდან" 7.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა 32 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Loading...
სტატისტიკა
0.269474