ფეხბურთი

17:19 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს განრიგი გაწერილია

ტურინის “იუვენტუსი” კრიშტიანუ რონალდუს “ალიანც სთედიუმზე” 16 ივლისს წარადგენს. ინფორმაციას SportMediaset-ი ავრცელებს.

ამის შემდგომ პორტუგალიელი კვლავ შვებულებაში გავა, რომელიც 30 ივლისამდე გაგრძელდება. როგორც დაიწერა ხანგრძლივი და დატვირთული სეზონის გამო მან დასვენება მოითხოვა. გამომდინარე აქიდან რონალდუ “ბებერ ქალბატონს” 26 და 28 ივლისს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმაება.

აქვე გეტყვით, რომ 4 აგვისტოს ტურინული გრანდი მადრიდის” რეალს” შეხვდება სადაც რონალდუს მიეცემა შესაძლებლობა თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა “იუვენტუსთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული ტრანსფერი 105 მილიონი ევრო დაჯდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115006