ფეხბურთი

16:51 | 12.07.2018 | ნანახია 1531 - ჯერ

ესპანური გრანდები ედინ აზარის გადაბირებას ცდილობენ

კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ფეხბურთელის - ედინ აზარის გადაბირებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.

გამომდინარე იქიდან, რომ კატალონიელებმა “ატლეტიკოდან” ანტუან გრიზმანის გადაბირება ვერ შეძლეს, ახლა თვალი ბელგიელ მოთამაშეს დაადგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ აზარის შეძენით კიდევ ერთი ესპანური გრანდი - მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

აქვე გეტყვით, რომ “არისტოკრატების” მფლობელი რომან აბრამოვიჩი მზად არის 27 წლის ფეხბურთელი გაყიდოს. გასულ სეზონს ბელგიელმა "ლურჯების შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო.

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:42 | 14.07.2018
NGoLo KaNte (36465)

ნელა ზვიადი

21:20 | 12.07.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3388)

გამორიცხულია ამის წასვლა გაგეთ ყველამ.

სტატისტიკა
0.179711