ფეხბურთი

15:56 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩი: "რუსეთში ჩვენი საქმე ჯერ არ დაგვისრულებია"

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ივან პერიშიჩმა 15 ივლისს გასამართ ფინალზე ისაუბრა და ასევე 1998 წლის მუნდიალი გაიხსენა.

“საფრანგეთი დიდი გუნდია და მასთან დაპირისპირება რთული იქნება, მაგრამ ჯერ რუსეთში ჩვენი საქმე არ დაგვისრულებია და ჯერ კიდევ გვაქვს დრო მოსამზადებლად.

20 წლის წინ ხორვატიას ქონდა შანსი ფინალში ეთამაშა. მაშინ ვერც ვიოცნებებდი, რომ ამას მე შევძლებდი. რამდენიმე დღის წინ დედაჩემს ველაპარაკე, რომელიც ოცნებობდა, რომ ფრანგების წინააღმდეგ ფინალში მეთამაშა. ახლა უფრო დიდი მისია უნდა შევასრულოთ”, - განაცხადა პერიშიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ საფრანგეთთან დამარცხდა ნახევარფინალში (2:1), თუმცა შემდგომ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჰოლანდია დაამარცხა (2:1).

შეგახსენებთ, რომ ფინალი 15 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110262