ფეხბურთი

15:27 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ სერი კარიერას "ფულემში" გააგრძელებს

კოტ დივუარელი ნახევარმცველი ჟან მიშელ სერი “ფულჰემის” ფეხბურთელია. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ახალ გუნდთან ხელშეკრულება 2022 წლამდეა გათვლილი, თუმცა კონტრაქტში 1 წლის დამატების პუნქტია ჩადებული.

26 წლის მოთამაშე გასულ სეზონს ახლოს იყო “ბარსელონაში” გადასვლასთან, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.

გასულ სეზონში სერიმ “ნიცას” შემადგენლობაში ყველა ჩემპიონატის ჩათვლით 43 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი ფრანგულ გუნდში 2015 წლიდან მოყოლებული 123 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108673