ფეხბურთი

14:59 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო რონალდუს ემოციურად დაემშვიდობა

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერს აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი მარსელო გამოეხმაურა, რომელმაც საკმაოდ ემოციური პოსტი მიუძღვნა პორტუგალიელ ფორვარდს.

“რა გითხრა კრის! დადგა დრო, რომ გითხრა ნახვამდის. ვფიცავ არ შემეძლო ამ დღის წარმოდგენა, თუმცა ამ ცხოვრებაში არაფერია სამუდამო. ვიმედოვნებ, რომ იქნები ბედნიერი შენი ახალი თავგადასავლებით. თითქმის 10 წელი გავატარეთ ერთად. იყო ბევრი გამარჯვებები, დამარცხებებიც და დაუვიწყარი მომენტებიც. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე შენგან. შენი ერთგულება სპორტისადმი ძალიან უცნაური მოვლენაა, რადგან მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებ. გისურვებ საუკეთესოს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად! მომენატრება ჩვენი მიმოწერები თამაშებამდე, როდესაც მეუბნებოდი და მამშვიდებდი, ასევე გვიზიარებდი შენს გამოცდილებას და იჩენდი სითბოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი. ვამაყობ, რომ ვთამაშობდი შენთან ერთად, არა იმიტომ, რომ შენ ხარ საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, არამედ იმიტომ, რომ ხარ საუკეთესო ადამიანი! როდესაც დავასრულებ კარიერას, დავჯდები ბარში, დავლევ ლუდს, დავათვალიერებ ფოტოებს და გავიხსენებ ყველა იმ ისტორიას, რომელიც ერთად გადაგვხდენია. ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით”, - დაწერა მარსელომ სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბრაზილიელიც იტალიის ჩემპიონ გუნდში გეგმავს გადასვლას და “ბებერი ქალბატონი” მის დამატებას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111382