კალათბურთი

12:58 | 12.07.2018 | ნანახია 964 - ჯერ

ზაზას კემპი. დღიურები. II ნაწილი

ცემში ზაზა ფაჩულიას აკადემიის პატარები შეკრებაზე იმყოფებიან. კარგი ტრადიცია. ცემი აკადემიისთვის საზაფხულო მასპინძელი გახდა. საოცარი გარემო, ბევრი დადებითი მხარე და ყველაზე მთავარი - ბავშვები იქ კარგ დროს ატარებენ.

ჩვენი რესპოდენტი არის ზაზა ფაჩულიას აკადემიის სპორტული დირექტორი ლაშა ფარღალავა.

1. რომელი ვარჯიშებით გამრავალფეროვნდა ბავშვების დღე?
ლაშა ფარღალავა: "ჩვენ გვინდა, რომ ბავშვები ინტერნეტთან, კომპიუტერულ თამაშებთან, მობილურ ტელეფონთან რაც შეიძლება ნაკლებ დროს ატარებდნენ. ეს არ არის ადვილი. ყველამ კარგად ვიცით დღევანდელი ბავშვების დამოკიდებულება ინტერნეტზე. ცემში ჩამოვიტანეთ გასაშლელი მოედანი, რომელიც ამერიკიდან ზაზა ფაჩულიამ გამოგვიგზავნა. სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ჩვენ ვაგრძელებთ კალათბურთის თამაშს, ვარჯიშს. ზაზას აკადემიის ბავშვები მოწამლულები არიან კალათბურთით და სხვა თემები ნაკლებად აინტერესებთ. ყოველ დილით ბავშვები ფიკურადაც იტვირთებიან. ფიზვარჯიშები ჩვენი აკადემიის ფიზმომზადების ექსპერტმა, მალხაზ ლობჟანიძემ მოამზადა."

2. რა მოსწონთ ყველაზე უფრო პატარებს?
ლ.ფ: "ჩვენი აკადემიის ბავშვების უმრავლესობა მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა. კემპის პროგრამაში არის კარაოკე-საღამოები, რაც პატარებს ძალიან უყვართ. მათი უმრავლესობა საკმაოდ კარგად მღერის და ცეკვავს. მრავალფეროვნება აუცილებელია."

3. ესაუბრებით თუ არა ბავშვებს ზაზა ფაჩულიაზე, მის წარმატებაზე?
ლ.ფ: "ორ დღეში ერთხელ ჩვენი აკადემიის მწვრთნელი ბექა ჭყოიძე უტარებს პატარებს კალათბურთის პრეზენტაციას, სადაც ისინი კალათბურთის ისტორიას, საინტერესო ფაქტებს განიხილავენ. ზაზას შესახებ პატარებს სრული ინფორმაცია აქვთ."

4. როდის ამოვა ცემში შემდეგი ნაკადი?
ლ.ფ: "12 ივლისს მთავრდება 2008-იანების შეკრება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს გვერდში დგომისთვის. არ იყო ადვილი 9-10 წლის ბავშვების პირველად შეკრებაზე წაყვანა. დამოუკიდებლად. 12 რიცხვიდან ცემში უკვე 2007-იანები ამოვლენ. შეკრება გრძელდება."

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.063485