ფეხბურთი

11:06 | 12.07.2018 | ნანახია 4196 - ჯერ

მაისური წუთში - რონალდუმ "იუვენტუსში" რეკორდების დამყარება დაიწყო

კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსის” ფეხბურთელი ორი დღის წინ გახდა, მაგრამ უკვე დაიწყო რეკორდების დამყარება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მილანში, “იუვეს” ოფიციალურ მაღაზიაში კრიშტიანუს 7-ნომრიანი მაისურები სარეკორდო რაოდენობით იყიდება.

1 წუთში, 1 მაისური! რონალდუს მაისურების საშუალო ფასი 100 ევროს აღწევს და “იუვენტუსი” იმედოვნებს, რომ მინიმუმ 1 მილიონი მაისურის რეალიზებას მოახერხებს.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე ტურინელთა 7 ნომერი ხუან კუადრადო იყო, თუმცა კოლუმბიელმა ახალ თანაგუნდელს ნომერი დაუთმო.

შეგახსენებთ, რონალდუ “იუვენტუსში” 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს. კრიშტიანუს “ბებერი ქალბატონი” ორშაბათს წარადგენს.

Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:18 | 12.07.2018
იკა..იუვე..10 (3970)

აქ არამარტო მაისურებშია საქმე, მრავალი ატრიბუტიკა გაიყიდება, რონალდუ უკვე იუვენტუსის სახეა. კლუბს უამრავი გულშემატკივარი ყავს, ამა დაემატება პირადად როლანდოს უამრავ მილიონიანი არმია.

13:59 | 12.07.2018
BEERTRANCE (97819)

ამოუღია ტრანსფერის ფული

13:19 | 12.07.2018
#გავკარიჩემსპრეზიდენტს (KORBEN) (13594)

რაში იხდით ხალხო ამდენ მაყუთს. აიღეთ რონალდუს რეალისდროინდელი თეთრი მაისური, მიახატეთ შავი ზოლები და ეგ არი რაა...

01:44 | 14.07.2018
NGoLo KaNte (36472)

12:19 | 12.07.2018
lashamax (858)

იუვე ამის ტრანსფერს ერთ თვესი მარტო მაიკებით ამოიღებს

11:57 | 12.07.2018
ბუffონიშე (807)

მარკეტინგულად ძაან გამართლებული ტრანსფერია. მარტო მაისურების გაყიდვით ამოიღებს იუვე რონალდუში გადახდილ ფულს. ტურნეებზე და რეკლამებზე რო არ ვილაპარაკოთ.

11:55 | 12.07.2018
moxikan (161)

1 ცალი მეც ჩამომივა მაგრამ მე 128 ევრო გადავიხადე

11:36 | 12.07.2018
temooo82 (1953)

მილიონი მაისური თუ გაყიდა კი ამოუღია ტრანსფერის ფული

სტატისტიკა
0.188732