სხვა

17:31 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო მატჩები მონტენეგროში გამგზავრების წინ

ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო სამი ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხელბურთში. ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი ორჯერ დამარცხდა ისრაელთან 27-33, 22-29, ხოლო დღეს 43-31 მოუგო საქართველოს უმცროსი ასაკის, 18-წლამდელთა ნაკრებს.

ჩვენი ჭაბუკები ასევე ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 10-19 აგვისტოს საქართველოში იმართება. უფროსი ასაკის გუნდს წვრთნიან გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი და მერაბ მეტრეველი, ხოლო ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელები არიან ტიტე კალანდაძე და სერგო დათუკაშვილი.

ოცწლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 20 ივლისს აქვს პოდგორიცაში, მასპინძელ, მონტენეგროს გუნდთან. საბოლოო შემადგენლობა ამ დღეებში გამოცხადდება, 18 ივლისს კი ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრება.

ხელბურთი. ამხანაგუი მატჩები. 9-11 ივლისი, ოლიმპიური სასახლე

11 ივლისი. საქართველო (20) - საქართველო (18) 43-31

საქ (20): ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - მერკვილაძე 8, მიქავა 8, ბულბულაშვილი 7, ყორიაული 5, ჯ. იმნაძე 4, ბაინაზიშვილი 4, იობაშვილი 3, კორსანტია 3, გოგავა 1 - მწვ. გვაზავა, ხელისუფალი, მეტრეველი

საქ (18): სილაგაძე, დიხამინჯია, შველიძე - კალანდაძე 8, ხელაძე 7, ლაპიაშვილი 5, ლ. იმნაძე 4, კუხალაშვილი 3, ძნელაძე 1, ასაბაშვილი 1, თურმანიძე 1, თევზაძე 1, დუმბაძე, კახიძე, შაინიძე, გოდელაშვილი, დგებუაძე, ცხოვრებაძე - მწვ. კალანდაძე, დათუკაშვილი

მსაჯები: ი.გოგოლაძე, გ. გველესიანი

10 ივლისი. საქართველო (20) - ისრაელი (20) 22-29

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, დიხამინჯია - ყორიაული 8, იობაშვილი 6, მიქავა 2, გოგავა 2, ჯ. იმნაძე 1, ხელაძე 1, ლ. იმნაძე 1, ბულბულაშვილი 1, ძნელაძე, ნიაზაშვილი, ლაპიაშვილი, ბაინაზიშვილი, მერკვილაძე - მწვ. გვაზავა, ხელისუფალი, მეტრეველი

ისრ: ლევისი, გ. დაჰანი - ი. დაჰანი 4, ისრაელი 4, მედნიკი 4, რუბინშტაინი 3, ნიზრი 3, იოსეფი 3, ზაიფერტი 2, ბილკერი 2, ვიტკოვსკი 1, ფრანკო 1, რაიხი 1, კოენი 1, ელიასი, ფიგნბლატი, ლუხმანი, შტაინერი, შემეში - მწვ. შაპირა

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

9 ივლისი. საქართველო (20) - ისრაელი (20) 27-33

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, სილაგაძე - მიქავა 7, ყორიაული 6, მერკვილაძე 4, ბულბულაშვილი 3, ძნელაძე 2, ბაინაზიშვილი 2, გოგავა 1, ჯ. იმნაძე 1, ლ. იმნაძე 1, იობაშვილი, კორსანტია, თევზაძე - მწვ. გვაზავა, ხელისუფალი

ისრ: გ. დაჰანი, ლევისი - ი. დაჰანი 8, იოსეფი 6, კოენი 5, ელიასი 4, ისრაელი 3, ფიგნბლატი 2, ზაიფერტი 2, რუბინშტაინი 1, ლუხმანი 1, ვიტკოვსკი 1, შტაინერი, ბილკერი, რაიხი, შემეში, ფრანკო, ნიზრი, მედნიკი - მწვ. შაპირა

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

--

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ

ჩემპიონატი მონტენეგროში. პოდგორიცა, 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ჩეხეთი, ავსტრია, ჰოლანდია, მოლდოვა, კოსოვო, ბულგარეთი

B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

20 ივლისი. მონტენეგრო-საქართველო, 21 ივლისი. საქართველო-სლოვაკეთი

23 ივლისი. ლატვია-საქართველო, 24 ივლისი. თურქეთი-საქართველო

28 ივლისი, ნახევარფინალი. 29 ივლისი, ფინალი

ჩემპიონატი მაკედონიაში. 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა

B ჯგუფი: შვეიცარია, იტალია, მაკედონია, უკრაინა, ბრიტანეთი

2-2 საუკეთესო გადის ნახევარფინალში

M 20 Euro, სლოვენიაში. 16 გუნდი, 19-29 ივლისი

A: გერმანია, ისლანდია, შვედეთი, რუმინეთი - B: სლოვენია, სერბეთი, ნორვეგია, ისრაელი

C: ხორვატია, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი - D: საფრანგეთი, დანია, პორტუგალია, უნგრეთი

0.143909