ფეხბურთი

16:33 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

იარმოლენკო პრემიერლიგაში ითამაშებს

უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი ანდრეი იარმოლენკო კარიერას ლონდონის “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

უკრაინელი თავდამსხმელი გასულ სეზონში დორტმუნდის “ბორუსიაში” ირჯებოდა, რომელსაც 26 მატჩში 6 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით შეეწია.

0.115357