ფეხბურთი

15:30 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: “მბაპეს სისწრაფე წარმოუდგენელია”

ინგლისის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა საფრანგეთის ნაკრების 19 წლის შემტევი კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის წარმოუდგენლად სწრაფია.

“მბაპეს სისწრაფე წარმოუდგენელია. ის ჯერ მხოლოდ 19 წლიაა და მცველებს უკვე პანიკაში აგდებს. როგორ უნდა გაუწიონ წიინააღმდეგობა? პარტნიორებს უნდა სთხოვონ დახმარება. ადრე მე ასე ვაკეთებდი. განსაკუთრებით ჩემი კარიერის ბოლოს, როცა სწრაფი მოთამაშეების წინააღმდეგ მიწევდა თამაში მაიკლ კერიკი ან ვინმე სხვა მეხმარებოდა. მბაპესთვის ბურთის დათმობა და მცველთან ერთიერთზე დატოვება არ შეიძლება”, - განაცხადა ფერდინანდმა.

0.114788