ფეხბურთი

14:32 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: "რონალდუს ტრანსფერი ყველაზე მეტად იტალიურ ფეხბურთს წაადგება"

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. გამოცდილი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს გარიგება მნიშვნელოვანი მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის იქნება.

“ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტმა კლუბისთვის განსაკუთრებული რამ გააკეთეს. მაგრამ, განსაკუთრებით, იტალიური ფეხბურთისთვის. რონალდუ ჩვენთან ისე ითამაშებს, როგორც აქამდე, გოლებს გაიტანს”, - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” რონალდუ 105 მილიონ ევროდ შეიძინა, 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ხსენებულ პერიოდში 120 მილიონ ევროს ხელფასის სახით გადაუხდის.

0.112574