ფეხბურთი

11:51 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "არსენალმა" ტორეირა გაიფორმა

ლონდონის “არსენალმა” ლუკას ტორეირა ოფიცალურად გაიფორმა. როგორც “მეთოფეების” ვებგვერდი იტყობინება, ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გენუის “სამპდორიამ” 30 მილიონი ევრო მიიღო.

ტორეირა “არსენალში” 11 ნომრით ითამაშებს, რომელიც აქამდე მესუთ იოზილს ემოსა, თუმცა გერმანელის ზურგს ახალი სეზონიდან 10 ნომერი დაამშვენებს.

22 წლის ტორეირამ ბოლო ორი სეზონი “სამპდორიაში” გაატარა და 74 თამაშში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.148623