ფეხბურთი

22:40 | 10.07.2018 | ნანახია 1934 - ჯერ

მათე ცინცაძე: "დადებითი შედეგია, რადგან ახალი შეკრებილი გუნდი ვართ"

ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ "შერიფთან" გამარჯვება შეაფასა (2:1). ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, მოკლე პერიოდში შეთამაშება რთული იყო და მიუხედავად გამარჯვებისა, ახლა მთავარია საპასუხო შეხვედრაში წარმატებული თამაში.

"სამი დღეა, რაც სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და აქედან გამომდინარე ამ მატჩს დადებითად შევაფასებდი. მადლობას ვუხდი სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, ასევე ყველა ფეხბურთელს. ძნელია, როცა წნეხის ქვეშ ხარ, რადგან ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე დიდი კრიტიკა იყო. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და 1 კვირაში გასვლაზეც ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს. რთულია 3 დღეში შეთამაშება, მაგრამ ბიჭებმა ხელი შემიწყვეს, რაც გამოჩნდა კიდევაც.

გლინკა ძალიან კარგი ფეხბურთელია, იცის თამაში და ყველანაირად გიგებს. გამიხარდა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი და იმედი მაქვს, წარმატებასაც მივაღწევთ", - განაცხადა ცინცაძემ.

"ტორპედოსა" და "შერიფის" საპასუხო შეხვედრა ტირასპოლში, 18 ივლისს გაიმართება.

Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:38 | 13.07.2018
zanzibari (373)

რა შუაშია ადგილმდებარეობის სახელისცშეცვლა გუნდის სახელთან მთავარი აქ ის არი რომ ამ გუნდით წარსდგები მსოფლიო ასპარეზზე(ევროპულზე) ხოდა რა ასოციაციას იწვევ პირველ რიგში დაგესესხები (მადლობა განათლებისთვის)ტორპედო სლვური სიტყვა გამოდის რა? მცდელობასთან დაკავშირებით მეტნაკლებად ცნობილია ჩემთვისაც და სამწუხაროდ გაიმარჯვა იმ მოსაზრებამ რომ ტორპედოში უთამაშია უამრავ ფეხბურთელს და რატო დავუკარგოთ ამაგი რაც ძალიან სუსტი და არადამაჯერებელი იყო ამოწიე სტატისტიკა ტორპედოს უმაღლეს ლიგაში ნათამაშები მატჩებისა და აუცილებლად უარყოფითი ბალანსი დაგვხდება ესცთუ მიღწევების გამო ხოლო ეხლა როცა ახალი ფურცლიდან იწყებ შანსი გაქვს გაიტანო შენი იდენტურობა მსოფლიოს დაანახო რა ტორპედო? წარმატებები საქართველოს და ქუთაისს!

11:24 | 13.07.2018
sport faza (257)

Zanzibars წავიკითხე მარა ქართულიდან ამოგეღო ეს ისტორიული ცნობები უკეთესი იქნებოდა--ქართლის ცხოვრებიდან მაგალითად!!! რა შუაში არის აქ ფარსმან ქველი ვერ მივხვდი.....სახელებს რაც შეეხება-- იყო მცდელობა ერთი 6 წლის წინ ამ სახელის შეცვლის მაგრამ არ დავუშვით ქუთაისელებმა, იმიტო რომ სახელი და ისტორია ასე ერთი და ორი კაცის სიმპატია ანტიპათიით არ იცვლება!!!! სახელი არის ისტორია და სახელი რჩება ისტორიაში.. კი სლავური ანბანიდანაა შექმნილი სიტყვა ტორპედო და ნიშნავს წყალქვეშა უმართავ ან მართვად ჭურვს!!! ეს ისე....ხოდა ასე თუა საქმე რამდენი ისტორიული ადგილის და საკუთარი სახელი გვაქ თურქულ-სპარსული ლექსიკონიდან გადმოღებული ვინ მოთვლის ...ავდგეთ და შევცვალოთ გავაუქმოთ და დავივი2ყოთ???? რომელი იყო ნაკლები მტერი საქართველოსი ისტორიულად????? ასე რო წარმატებები ტორპედოს!!!!

22:13 | 12.07.2018
zanzibari (373)

sport fazas წაიკითხე Когда Фарсман Иберийский с супругой прибыл в Рим, (Антонин Пий) увеличил (его) владение, позволил принести жертву в Капитолии, поставил его конную статую в храме Беллоны и смотрел на военные упражнения самого (Фарсмана), его сына и других знатнейших иберов. კიდეგარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს ეხლა მთავარი აქ არც ევროპიზაციაზე და არც რუსეთუმობაზეა საუბარი ილიას უთქვამს ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთნოდესო უმდიდრესი კულტურის და განათლების მემკვიდრეები ვართ რატო ლოკო ტორპედო დინამ9 ან თუ გინდა იუნაიტედ მილან ან იუვენტუსი ან რეალი როცა დალოცვილო გვაქვს გელათი ბაგრატი აია თუნდაც სათაფლია შევარდენი ადგილ ტოპონიმები უამრავი ლამაზი დასახელებები როიცოდე მახათი კარგად ალესე

08:17 | 12.07.2018
valeri8848 (1907)

არც მე მომწონს სახელი ტორპედო ნამდვილად შესაცვლელია რა ტრადიცია რა ძველი დიდება ჯერ მარტო ფეხბურთელს რომ პოლის ჯოხი გეხატება ზურგზე სირცხვილია

23:46 | 11.07.2018
sport faza (257)

ახლა ევროპეიზაციაა მოდაში და კაი ევროპულ ინგლისური სახელი დავარქვათ თან ნატოში რო მივვიღონ და თან ტურისტიც რო მოიზიდოს ხო!!!! "ქუთაისი იუნაიტედ"....ვაი თქვენ პატრონს უბედურს მახათები დეილია ალბათ.....

13:00 | 11.07.2018
zanzibari (373)

დიდად არც დინამო მომწონს მაგრამ ვითვალისწინებთ არგუმენტს რომ თასების თასი აქვს გუნდს აღებული ოქროს ასოებით ჩაეწერა ისტორიაში და დავტოვეთ. იგივე არგუმენტები ტორპედოსთან არ შეიძლება დასახელდეს მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა მანდ მოთამაშე უამრავ სახელოვან სპორტსმენების კარგით რა რა ტორპედო რა ლოკომოტივი კარგი ქართული სახელები გამოგველია..

14:48 | 11.07.2018
armenakich13 (535)

დინამო ბერძნული სიტყვაა და ძალას ნიშნავს მაინც და ტორპედოსაავით და ლოკომოტივივით რუსული სიტყვა არაა, დინამოს მნიშვნელობა თითქმის მთელმა მსოფლიომ იცის, აი ტორპედო სპარტაკი ლოკომოტივი და ასეტები კი მართლა რა უბედურებაა და ისიცაა გასათვალისწინებელი რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორია ოქროს ასოებით სწორედ დინამომ ჩაწერა და უაზრობა იქნება ამ სახელწოდების შეცვლა

12:24 | 11.07.2018
mjgiri (3956)

ამ ლოგიკით ბარსელონასაც უნდა გადაარქვან კატალონიელებმა სახელი.

10:54 | 11.07.2018
ამიკო81 (82)

მართალი ხარ, დაარქვან „აია“, რა ცუდად ჟღერს „აია“ ქუთაისი? ტრადიციულია და ზუსტად შეესაბამება 3000-წლოვან ქალაქს.

02:32 | 11.07.2018
zanzibari (373)

კარგით რა 3000-ზე მეტი წლის ქართული ქალაქის კლუბს ტორპედო ერქვას სირცხვილია. ვულოცავ ქუთათურ გულშემატკივრებს ისე გაძლიერებულიყოს გუნდი წელსვე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილიყოს.

12:24 | 11.07.2018
mjgiri (3956)

ან ზანზიბარი

02:40 | 11.07.2018
O. Mertskhali (3231)

+

სტატისტიკა
0.200726