ფეხბურთი

20:08 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსის" ფეხბურთელია

ახლა უკვე ოფიციალურად – კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდის “რეალის” ვებგვერდმა დაადასტურა.

დღეს, “ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი კრიშტიანუს საბერძნეთში, სადაც შვებულებას ატარებს, პირადად ეწვია და ყველაფერი იქ გადაწყდა. შეთანხმების თანახმად, “რეალი” 105 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად რონალდუ “იუვეს” ღირსებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიცავს და სეზონში ანაზღაურების სახით 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კრიშტიანუ რონალდუ “რეალის” რიგებში 2009 წლიდან თამაშობდა და კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. პორტუგალიელმა მადრიდში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, უამრავი რეკორდი დაამყარა და 438 თამაშში 451 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120349