ფეხბურთი

17:35 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" იტალიელი მცველი გაიფორმა

ფრანგულმა "მონაკომ" იტალიური "ტორინოს" ახალგაზრდა მცველი ანტონიო ბარეკა გაიფორმა. როგორც მონეგასკთა ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ 2 მილიონი ევრო შეადგინა.

ბარეკა პოზიციით მარცხენა მცველია და 2016-2017 წლების სეზონში ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა. თუმცა, გასულ სეზონში სასტარტოში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბარეკა "მონაკოს" მესამე იტალიელი ფეხბურთელი გახდა პიეტრო პელეგრისა და ანდრეა რაჯის შემდეგ.

სტატისტიკა
0.263643