თამაშგარე

15:06 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუსიანა სალასარი თანამემამულეებმა დაანაღვლიანეს

მთელს დუნიაზე პოპულარული არგენტინელი მოდელი, ლუსიანა სალაზარი, რომელიც ერთ დროს გონსალო იგუაინის გულისსწორი იყო, ნაღველგარეული გულდათუთქვით აცხადებს, რომ ძალიან ნანობს თავის ოდინდელ გადაწყვეტილებას, როდესაც “პიპიტას“ საწოლში შეუკოტრიალდა, რადგან არგენტინელი შემტევი მისი აზრით ტრფიალებას არ იმსახურებს.

ლუსიანა სალსარის აზრით, არგენტინის ნაკრებმა თავი მოსჭრა არამხოლოდ ქომაგებს, არამედ მთელს ქვეყანას და რუსეთში გამართულ საბედისწერო მუნდიალზე მოწამლული თაგვივით მობორიალზე გონსალო იგუაინი წააგავდა მისი წარსულის ბნელ მოგონებას, რომელიც გინდა დაივიწყო, მაგრამ სულ გახსენებს თავს.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ლუსიანას გულისსწორები არც იგუაინთან შეხვედრამდე და არც მას შემდეგ მოკლებია. ეს ქალი სერიოზულ ურთიერთობებს უკვე კარგა ხანია გაურბის და მისი გულის მცირეხნიანი მონადირება კი ცნობილ მამრებს არასოდეს გასჭირვებიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147349