კალათბურთი

15:34 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას აკადემია. ცემის დღიურები. I ნაწილი

საინტერესო, მდიდარი და წარმატებული (U 18, U 16, Junior NBA-ს ჩემპიონები) სეზონის შემდეგ, ზაზა ფაჩულიას აკადემიის პატარები მწვრთნელებთან ერთად ცემში გადიან შეკრებას. ეს უკვე ტრადიციაა. წელს, კემპზე მონაცვლეობით სამი ასაკობრივი ჯგუფი ჩავა და მწვრთნელები პატარებს კიდევ ბევრ საინტერესო ნიუანსს აუხსნიან, ასწავლიან. ბავშვებიც სიამოვნებით ითვისებენ ყველაფერს. კემპის პირველ ეტაპზე აკადემიის ერთ-ერთ მწვრთნელს (U 18) - ლექსო ლაფანაშვილს გავესაუბრეთ. 1. როგორ მიდის კემპი? ლექსო ლაფანაშვილი: "კემპი გეგმით მიდის. ამინდი ხელს გვიწყობს და ეს უკვე კარგია. განწყობა მშვენიერია. ბავშვებს აქ ყოფნა მოსწონთ. იყო გამონაკლისი. რამდენიმე ბავშვს გაუჭირდა მშობლის გარეშე, მაგრამ ესეც აკლიმატიზაციის მომენტი იყო. პატარები არიან და ასეთი რამ ხდება ხოლმე." 2. რამდენი ბავშვია კემპზე? ლ.ლ: "47 ბავშვი. კემპის პირველი ნაკადი 2008-წლიანებით დაკომპლექტდა. არის რამდენიმე 2009-იანიც. ბავშვები ეჩვევიან დატვირთვებს. მწვრთნელებიც მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ აკლიმატიზაციაში." 3. რას იღებენ პატარები კემპზე? ლ.ლ: "ცემში წამოსვლამდე წინასწარ შევადგინეთ, დავწერეთ სრული პროგრამა და მთელი კურსიც ამ პროგრამით მიდის. ბავშვები პირველ რიგში, ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას. როგორ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი, როგორ უნდა დაიწყო სპორტსმენად ჩამოყალიბება. სპორტსმენისთვის შეკრება აუცილებელია. პატარები სწავლოვენ ურთიერთობას და თავისთვად, დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. დილის ვარჯიშზე ძირითადად, კოორდინაციაზე, სწორ სირბილზე და სისწრაფეზე გვაქვს ვარჯიშები. საღამოს, უფრო ბურთით ვარჯიშები არის. ზაზას აკადემიაში გვაქვს გადასატანი მოედანი და ამას ძალიან კარგად ვიყენებთ. საღამოობით პატარებს გასართობ ვარჯიშებს ვუტარებთ. მთლიანობაში, კემპი მშვენივრად მიდის."

Loading...
0.122346