ფეხბურთი

14:35 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "რეალს" დაემშვიდობა?

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა კლუბს საჯარო წერილით დაემშვიდობა. ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, რომელმაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები, რომ მიმდინარე ზაფხულს მადრიდს დატოვებს.

“9 წლის წინ პირველად ჩავიცვი “რეალის” მაისური. მადლობა პრეზიდენტს, მადლობა მთლიანად კლუბს, ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელს, რომლებთანაც ამ პერიოდში მიმუშავია. ვამაყობ, რომ დავიცავი ეს ფერი და სამუდამოდ მადლიერი ვიქნები. ჰალა მადრიდ”, - დაწერა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა “რეალში” 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირის ჩათვლით 47 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

ბენზემას ბოლო პერიოდში იტალიურ “ნაპოლის” უკავშირებენ, სადაც მას ყოფილი თავკაცი, კარლო ანჩელოტი პირადად იწვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114334