კალათბურთი

0:00 | 10.07.2018 | ნანახია 1447 - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

ლატვიაში, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო საკონტროლო მატჩი მასპინძლებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 69:65 იმარჯვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, ტიჰომირ ბუჯანისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა წინა მატჩში დამარცხებითვის ლატვიელებს რევანში აუღო. შეგახსენებთ, რომ ქართველებმა პირველ საკონტროლო შეხვედრაში, 6 ივლისს ესტონელებს სძლიეს, ხოლო მეორე დღეს, დაძაბულ ბრძოლაში, ლატვიასთან 52:58 დამარცხდნენ.

დღევანდელ მატჩში ქართველებმა დამაჯერებლად ითამაშეს და პირველი პერიოდის 14:11 მოგების შემდეგ მეორეშიც იმარჯვეს. დიდ შესვენებაზე საქართველო 7 ქულით იგებდა, ხოლო მესამე პერიოდი ფრედ – 16:!6 დასრულდა. დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებმა ინიციატივის მოპოვება მოახერხეს, თუმცა 7 ქულით ჩამორჩენილებმა გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხეს. საქართველოს ნაკრებმა კარგი დაცვის ხარჯზე მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და ბოლო საკონტროლო მატჩი ლატვიის ძლევით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ლადო ფურცხვანიძე. 13 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით გამოირჩა ლევან ბაბილოძე, სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ხვალ ბულგარეთში გაემგზავრება, სადაც 13-22 ივლისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს “ა” დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.

gbf.ge

ლატვია – საქართველო
სტატისტიკა: 65:69
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:29 | 16.07.2018
lasha_melo (604)

ერთი ვიცი, რომ ნიკო ჩერქეზიშვილი მისი პიროვნებიდან გამომდინარე არ შეიძლება იყოს ნაკრების მწრთვნელი, ადამიანი, რომელიც ნასამართლევია ნარკოტიკულ დანაშაულზე დაუშვებელია ნაკრებს გააკარო, ბუნებრივია შეცდომას ყველა ვუშვებთ ცხოვრებაში თუმცა ბევრი მიხვდება რისი თქმაც მინდა. ამ ბიჭებს ნამდვილად აქვთ იმის პოტენციალი, რომ ა დივიზიონში გადავიდეთ, ამიტომაა საჭირო ძლიერი მენტალობის მწრთვნელი, რომელიც ამ ახალგაზრდებს სწორ მიმართულებას მისცემს

23:58 | 13.07.2018
mx (69)

მოგებული წააგეს პოლონეთთან თავიანთი უტვინობით და ცანცარით. ამათი იმედი უნდა გვქოდეს? თფუუ...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.074955