ფეხბურთი

20:38 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის სუპერთასი მაროკოში გაიმართება

ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა 12 აგვისტოს მაროკოში გაიმართება და ერთმატჩიანი იქნება. როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ბარსელონას" და "სევილიას" დაპირისპირება ქალაქ ტანჟენში გაიმართება.

აქამდე სუპერთასის მფლობელი ორმატჩიან სერიაში ირკვეოდა, თუმცა ფედერაციამ გადაწყვიტა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს. სუპერთასის 2017 წლის გამარჯვებული მადრიდის "რეალია", ყველაზე მეტჯერ კი აღნიშნული ტიტული "ბარსელონამ" (12) მოიპოვა.

0.099376